პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე თემატური მოკვლევის ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე თემატური მოკვლევის - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე" ანგარიში მოისმინეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოკვლევის შედეგები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ წარადგინა.

„თემატური მოკვლევის ფარგლებში გასვლითი სამუშაო შეხვედრები გვქონდა გორსა და მცხეთაში, სადაც შეხვედრებს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ბაგა-ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელები. შეხვედრები გვქონდა შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში. მოკვლევაში გავაანალიზეთ ესტონეთის, პოლონეთისა და ფინეთის საუკეთესო პრაქტიკა", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

უწყების ცნობითვე, მომხსენებელმა მოკვლევის ძირითად მიგნებებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მოკვლევის ფარგლებში გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე, პასუხისმგებელი უწყებებისთვის წარსადგენად შემუშავებულია 16 რეკომენდაცია.

გიორგი ჩაკვეტაძის განმარტებით, მოკვლევა საქართველოში არსებული მუნიციპალიტეტების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების, საერთაშორისო, არასამთავრობო სექტორისა და აღმასრულებელი ხელისუფლების აქტიური მონაწილეობით შემუშავდა.

„ანგარიშში მოცემულია ადრეულ და სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი, რომელიც პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა მოამზადა.

მოკვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელდა.

თემატური მოკვლევის ჯგუფში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრი გრეტა წიწავა შედიან.

კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის თქმით, ახალგაზრდობის მიმართულების კომიტეტისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, კომიტეტის დებულებაში ცვლილებები შევიდა. ამასთან, კომიტეტში სხვადასხვა მიმართულებით უკვე არსებულ 5 საკონსულტაციო საბჭოს დაემატა ახალგაზრდულ საქმეთა საკონსულტაციო საბჭო“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს