სახალხო დამცველი ქუთაისის ყოფილი სამხატვრო აკადემიის შენობაში მცხოვრებ პირებს შეხვდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქუთაისში, ყოფილი სამხატვრო აკადემიის შენობაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს სხვადასხვა ობიექტებზე შესახლებული მოქალაქეების საცხოვრებელ პირობებს და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით რეკომენდაციებით მიმართავს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებს, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას.

„ოჯახები 12 წელზე მეტია ცხოვრობენ შენობაში, სადაც არ არის კანალიზაცია, ტუალეტი, ბუნებრივი აირი. საცხოვრებელ ოთახებში ჩამოდის წვიმა, ფანჯრების უმეტესობა ჩამტვრეულია. მოსახლეობის თქმით, ჭერიდან პერიოდულად ბათქაშის დიდი ზომის ნატეხები ცვივა, აივნების ნაწილს კი მოაჯირი არ აქვს.

როგორც სახალხო დამცველთან საუბარში განაცხადეს, მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სოციალურ საცხოვრისში გადაყვანის მოთხოვნით, თუმცა ოჯახების უმრავლესობამ კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა და უკვე წლებია ბავშვებთან და მოხუცებთან ერთად მინიმალური საცხოვრებელი პირობების გარეშე ცხოვრობენ.

სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს სხვადასხვა ობიექტებზე შესახლებული მოქალაქეების საცხოვრებელ პირობებს და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით რეკომენდაციებით მიმართავს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებს, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას. სათანადო საცხოვრისის უფლების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს თავის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს