პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში ტრადიციული ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე პარტნიორ, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის კუთხით კომიტეტის მიერ 2024 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, კომიტეტის სამოქმედო გეგმაშია სხვადასხვა აქტივობა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნაში სოფლის მეურნეობის დარგის კიდევ უფრო განვითარებას და ამ სფეროში უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას.

მისი ინფორმაციით, კომიტეტს უკვე ინიცირებული აქვს კანონპროექტი სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ. კომიტეტი ასევე იმუშავებს ნიადაგის დაცვის შესახებ, აგრარული და სასაწყობო ხელწერილის შესახებ კანონპროექტებზე და სხვა. კომიტეტის გეგმაშია ასევე საზედამხედველო საქმიანობის კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები.

„სამოქმედო გეგმის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებამდე, ტრადიციულად ვხვდებით ჩვენს პარტნიორებს - საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს და ერთად განვიხილავთ სამოქმედო გეგმას და იმ საკითხებს, რომლებზეც კეთდება აქცენტები და რომელთა განხორციელებაშიც მნიშვნელოვანია დონორების მხარდაჭერა. შეხვედრაზე ჩვენი პარტნიორების მხრიდან მივიღეთ კონკრეტული შემოთავაზებები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით და შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე", - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს