პრეზიდენტი - მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობას და მონდომებას - ქართველები დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა

მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობას და მონდომებას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტი ეხმაურება ევროკავშირის 27 ქვეყნის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტის მიწოდებაზე.

ზურაბიშვილის თქმით, ქართველები დარწმუნებულები არიან, რომ დღეს საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ გაიმარჯვა.

„ეს არის შეთანხმება, რომელიც ევროპულ ერთობას, პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას გამოხატავს. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობას და მონდომებას. ჩვენ, ქართველები, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა” ,- წერს პრეზიდენტი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები