მამუკა მდინარაძე - ირაკლი კობახიძე არის მენეჯერი, რომელმაც პრაქტიკულად ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურები, თუკი ვინმე ოდნავ მაინც ჩახედულია ამაში, ყველამ იცის, რამდენად აწყობილი პარტიული სისტემა გვაქვს „ქართულ ოცნებაში“

ირაკლი კობახიძე არის მენეჯერი, რომელმაც პრაქტიკულად ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურები და შექმნა ამ სტრუქტურების ძალიან ძლიერი ერთობლივი მექანიზმი. თუკი ვინმე ოდნავ მაინც ჩახედულია ამაში, ყველამ იცის, რამდენად აწყობილი პარტიული სისტემა გვაქვს „ქართულ ოცნებაში“ - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის ინტელექტზე და გონებრივ შესაძლებლობებზე, ალბათ, ყველას ობიექტური წარმოდგენა აქვს, პოლიტიკურ მტერსაც და მოყვარესაც.

ირაკლი კობახიძე არის მენეჯერი, რომელმაც პრაქტიკულად ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურები და შექმნა ძალიან ძლიერი ერთობლივი მექანიზმი ამ სტრუქტურებისა, რომელსაც როგორც პარტია პიარული გადმოსახედიდან კი არა, ამ სტრუქტურების თვალსაზრისითაც ძალიან ძლიერი პარტია ჰქვია. თუკი ვინმე ოდნავ მაინც ჩახედულია ამაში, ყველამ იცის, რამდენად აწყობილი პარტიული სისტემა გვაქვს „ქართულ ოცნებაში“. ეს ერთი, მეორე - მის ინტელექტზე და გონებრივ შესაძლებლობებზე ალბათ ყველას ობიექტური წარმოდგენა აქვს, პოლიტიკურ მტერსაც და მოყვარესაც, ამაზე აღარ გავაგრძელებ და ადამიანი, რომელიც უზომოდ შეყვარებულია თავის ქვეყანაზე და მის პატიოსნებაზეც ასევე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებით შემიძლია ვილაპარაკო.დღეს მოვისმინე, მენეჯმენტის და ეკონომიკური მიმართულებით არ აქვსო გამოცდილება. წარმოიდგინეთ, პარლამენტის თავმჯდომარე იყო ადამიანი, იყო პარტიის ხელმძღვანელი, რომელმაც ეს სტრუქტურები ნულიდან ააწყო. მენეჯერული გამოცდილების არქონა რას ქვია, რაღაც ხომ უნდა მოიგონო, ასეთი რომ თქვა. უფრო პარადოქსული იყო იმის თქმა, რომ ამ ადამიანს ეკონომიკური მიმართულებით არ აქვს გამოცდილება. ამ ხალხს რა გონია, საპარლამენტო საქმიანობა მაგალითად, პარტიული საქმიანობა, პროგრამაზე მუშაობა, ერთერთი მთავარი ავტორია კონსტიტუციის, საარჩევნო პროგრამების და ა.შ. და ამ კაცზე ამბობენ, რომ მას არ აქვს ეკონომიკის მიმართულებით გამოცდილება და ცოდნა. ამას ძალისხმევა ხომ სჭირდება, ეს გაბედო და თქვა. წარმოუდგენელი არგუმენტებია, მაგრამ მეორე მხრივ ეს კარგია, როცა მეტი არგუმენტი არ გაქვს და მოგონილი არგუმენტის ამ ხარისხს მიაღწევ, რომ არგუმენტში ეს სიგიჟე თქვა, ალბათ უკვე ადასტურებს ეს თავის მხრივ, რომ მის წინააღმდეგ რეალური არგუმენტები ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ "იმედის" ეთერში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის