გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილის მოსაზრება ნებისმიერ საკითხზე გუნდში მუშავდება და იხილება - ოპოზიციის ამოცანა წყლის ამღვრევაა, რომ როგორმე პატარა თევზი მაინც დაიჭიროს

ივანიშვილის მოსაზრება ნებისმიერ საკითხზე გუნდში მუშავდება და იხილება - ოპოზიციის ამოცანა მხოლოდ დისკრედიტაციის სტრატეგიის განვითარება და წყლის ამღვრევაა, რომ როგორმე პატარა თევზი მაინც დაიჭიროს , - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს „ქართულ ოცნებასა“ და სამთავრობო გუნდში ცვლილებებთან დაკავშირებით.

ვოლსკი აცხადებს, რომ თავად ირაკლი ღარიბაშვილი ცვლილებებთან დაკავშირებული მოსაზრების „ძალიან მყარი მხარდამჭერი და ინიციატორი” იყო, თავად გადაწყვიტა, რომ თანამდებობის დატოვება არა ზაფხულში, არამედ თებერვლის დასაწყისში სჯობდა.

"ბიძინა ივანიშვილის მოსაზრება არასდროს ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ასე რომ, მისი მოსაზრება, ნებისმიერ საკითხზე, თუნდაც, საკადრო ცვლილებებზე, არის თემა, რომელიც კარგა ხანი მუშავდება და იხილება. თუკი მას აქვს გარკვეული მოსაზრებები, ამხელა გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული და ვერც ერთ ხინჯს ვერ დამისახელებთ მის მოქმედებაში ან თუნდაც, ანალიზის უნარში, ამაში გასაკვირიც არაფერი უნდა იყოს. ისე ახსენებენ ივანიშვილის მოსაზრებას, გეგონება არაფერი აქვს გაკეთებული და არ უჩვენებია საზოგადოებისთვის რას ნიშნავს თავდადება და ინტელექტუალური მართვა გინდ პარტიის, გინდ - მთავრობის. ასე რომ, ოპოზიციის ამოცანა მხოლოდ დისკრედიტაციის სტრატეგიის განვითარება, წყლის ამღვრევაა, რომ იქ როგორმე პატარა თევზი მაინც დაიჭიროს.

ინიციატორი რომც ყოფილიყო, ეს ის თემა არ არის, რომელიც მისი ინიციატივით და ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იქნა მიღებული. ვისგან მოდის წინადადება, მოსაზრება - თავად ირაკლი ღარიბაშვილი. თქვეს კიდეც ჩემმა კოლეგებმა, რომ რასაკვირველია, იყო ამ მოსაზრების ძალიან მყარი მხარდამჭერი, ინიციატორი გარკვეულ ასპექტში, ვინაიდან, თავად გადაწყვიტა, რომ არა ზაფხულში, არამედ თებერვლის დასაწყისში სჯობდა ამ ცვლილების განხორციელება. ასე რომ, როცა გუნდში რაიმე საკითხი იხილება, გინდა ივანიშვილისგან წამოყენებული თემა, თუ ნებისმიერი ჩვენგანის, ეს ნიშნავს სიღრმისეულ ანალიზს. მე არ მგონია, რომ ჩვენს ოპონენტებს ბევრი დარჩათ სალაპარაკო ამ თემაზე", - განაცხადა ვოლსკიმ.

გარდა ამისა, ვოლსკი გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ნატო-ში ელჩად დანიშვნის შეთავაზებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს და აღნიშნა, რომ "საოცრებაა" ის, რაც მათგან მოისმინა.

"საოცრება მოვისმინე ოპოზიციის ერთი თუ ორი-სამი წარმომადგენლისგან, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს არავითარი კავშირი არ აქვს ნატოსთან და როგორ შეიძლება იგი ასრულებდეს საქართველოს წარგზავნილი დესპანის ფუნქციას ნატოს სტრუქტურაში. თავდაცვის მინისტრს თურმე, არაფერი კავშირი არ ჰქონია ნატოსთან, როცა სწორედ ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის და იქამდე ღარიბაშვილის მმართველობის დროს ის სტანდარტი, რასაც ნატოს სტანდარტი ჰქვია, გახდა რეალური, ხელშესახები და ყველა დონეზე ცნობილი.

რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანს, ის არის მაღალი დონის პოლიტიკური ფიგურა, საკმაოდ გამოცდილო, დადებითი ადამიანი, გათვითცნობიერებული იმ ასპექტებში რაც აუცილებელია თავდაცვის მინისტრობისთვის,"- განაცხადა ვოლსკიმ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო