მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციები გამოცხადდა

საქართველოში, მომხმარებლის უფლებების დაცვის, 2024-2026 წლების, პირველ ეროვნულ სტრატეგიაში წარმოდგენილია მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის მიზნები და ამოცანები. სტრატეგია მოიცავს - მომხმარებელთა დაცვის რეგულირებისა და აღსრულების ამჟამინდელ სტატუსს, არსებულ გამოწვევებს, რომლებსაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები აწყდებიან და მიმოიხილავს იმ აუცილებელ ზომებს, რომელიც საქართველოში მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონის მისაღწევად არის საჭირო.

ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

„სტრატეგია შემუშავებულია - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ფარგლებში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, ეროვნული კომპეტენტური ორგანოების - საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიისა და მომხმარებლის დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიღებული პასუხების, რეკომენდაციების გათვალისწინებით.

სტრატეგია ასახავს - მომხმარებელთა დაცვის სფეროში, ევროკავშირის და სხვა ქვეყნებში მიღებულ საერთაშორისო გამოცდილებას. მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალ დღის წესრიგს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციებს, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ანგარიშებს. ასევე, ევროკავშირის უახლეს კანონმდებლობას მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით და 2015 წელს, გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე მიღებულ მიზნებს (Sustainable Development Goals, SDGs) - მსოფლიოს განვითარების „დღის წესრიგი“ 2015-2030 წლებისთვის.

- სტრატეგიის სრულყოფის მიზნით, 2024 წლის პირველი თებერვლიდან 2024 წლის 9 თებერვლის ჩათვლით, ცხადდება საჯარო კონსულტაციები.

- საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება და სტრატეგიის შესახებ უკუკავშირის გამოგზავნა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

- საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge

- საჯარო კონსულტაციის ფარგლებში, სურვილის შემთხვევაში, სტრატეგიის სრული დოკუმენტი, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეწოდება.

2024 წლის 9 თებერვალს, 16:30 საათზე, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, დოკუმენტის განხილვა გაიმართება. მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-9 სართული. განხილვაზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია