მიხეილ სარჯველაძე - პოლიტიკურ ოპოზიციას ვარქმევ იმ ხალხს, ვინც არასამთავრობო სექტორის ნიღაბქვეშ რეალურად ოპოზიციის პოლიტიკურ საქმეს ემსახურება - მათთვის ხელისუფლების დაზიანების ერთადერთი ინსტრუმენტი ქვეყნის დაზიანებაა

პოლიტიკურ ოპოზიციას ვარქმევ იმ ხალხს, ვინც არასამთავრობო სექტორის ნიღაბქვეშ რეალურად ოპოზიციის პოლიტიკურ საქმეს ემსახურება - მათთვის ხელისუფლების დაზიანების ერთადერთი ინსტრუმენტი ქვეყნის დაზიანებაა,- ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან ISFED-ში და IDFI-ის პოზიციას, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მზაობა ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს, რაც დიდი პრობლემაა.

სარჯველაძე აცხადებს, რომ მათ მიერ გამოთქმული პოზიციები „მავნებლური პოლიტიკის“ ნაწილია.

„სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილს და მათი გავლენის ქვეშ მყოფ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციას თავიდანვე ჰქონდა ასეთი პოზიცია, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინათ ხელისუფლების რეპუტაცია, წარმოეჩინათ თუ რამდენად ექსკლუზიურად წარიმართებოდა პროცესი და ა.შ. ეს იყო ერთ - ერთი კომპონენტი მავნებლური პოლიტიკისა, რომლის შედეგად შთაბეჭდილება უნდა შექმნილიყო რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. სამწუხაროდ. ყველაფერი იგივენაირად წარიმართება ახლა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც წინა ჯერზე ხელი მოეცარათ და მიუხედავად, მათი შეგონებებისა, რომ საქართველო არ იმსახურებს სტატუსს, ქვეყანამ მოიპოვა ეს სტატუსი, ასე იქნება ყოველ მომდევნო ეტაპზე. რაც შეიძლება სწრაფად საქართველო აუცილებლად შეძლებს სწორედ ასეთი მიმართულებით, გეზით სვლის შემთხვევაში, მომდევნო წარმატებული ნაბიჯების გადადგმას. მათი მოტივაცია გასაგებია, ამ პოლიტიკურმა ოპოზიციამ და მათ შორის პოლიტიკურ ოპოზიციას ვარქმევ იმ ხალხს, ვინც არასამთავრობო სექტორის ნიღაბქვეშ რეალურად პოლიტიკურ საქმეს ემსახურება ოპოზიციისას. მათ აირჩიეს ასეთ ტაქტიკა, რომ დაე, ნუ ექნება ქვეყანას წარმატება თუ ისინი თვითონ არ არიან წარმატების ავტორები და ასე არ იქნებიან განხილული საზოგადოებაში. ისინი ხვდებიან, რომ მათთვის ხელისუფლების დაზიანების ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლის ქმედითობას ხედავენ, ეს არის ქვეყნის დაზიანება, რათა ეს წარუმატებლობა ხელისუფლებას დაბრალდეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორის მოადგილემ ლევან ნატროშვილმა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) თანადამფუძნებელმა, გიორგი კლდიაშვილმა პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესის მათი მონაწილეობის გარეშე წარმართვასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ისაუბრეს. ISFED-ში და IDFI-ში აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მზაობა ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს, რაც დიდი პრობლემაა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ