ილჰამ ალიევის განცხადებით, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, თუ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდება

მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, თუკი აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის პრეტენზიებს ბოლო მოეღება და სომხეთის კონსტიტუციასა და სხვა მარეგულირებელ და სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებები განხორციელდება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დე ფაქტო მშვიდობა უკვე არსებობს და რამდენიმე თვეა, რაც ორი ქვეყნის საზღვარზე მშვიდობიანი ვითარება სუფევს, მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების დასრულება.

ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან ანექსიის და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესახებ და ეს დოკუმენტი ასევე მოხსენიებულია სომხეთის კონსტიტუციაშიც.

ალიევის განმარტებით, სომხეთის სხვა იურიდიული დოკუმენტები ასევე შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და ბევრ კონვენციასა და სხვა დოკუმენტში, რომელსაც სომხეთი შეუერთდა, არის უამრავი დათქმა, რომელიც ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტს არ ცნობს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, „თუ ამ პრეტენზიებს ბოლო მოეღება და სომხეთის კონსტიტუციასა და სხვა მარეგულირებელ და სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებები განხორციელდება“.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო