გრანტ შაპსი - დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის დამარცხება უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთის მსგავსი დიქტატორული რეჟიმების მხრიდან თავდასხმის რისკი იზრდება

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის დამარცხება უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთის მსგავსი დიქტატორული რეჟიმების მრიდან თავდასხმის რისკი იზრდება.

„რეჟიმები, რომლებსაც არ სჯერათ დემოკრატიის, თვალყურს ადევნებენ უკრაინაში მიმდინარე ომს და, შესაძლოა, დაიწყონ თავდასხმა დასავლეთის სახელმწიფოებზე,“- განაცხადა გრანტ შაპსმა The Telegraph-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, დასავლეთმა ნათლად უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის ეგზისტენციალური პრობლემა და მხოლოდ უკრაინას არ ეხება.

„ყველა უყურებს - ირანელები უყურებენ. ნუთუ უბრალოდ გვეწურება ენერგია, გვეწურება მოთმინება და უბრალოდ წავალთ? ჩინეთი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ადევნებს თვალს, ჩრდილოეთ კორეა ადევნებს თვალს. ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, და, რა თქმა უნდა, დასავლური ცივილიზებული სამყაროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს საკუთარ ქვეყანაში“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს