ჯაბა სამუშია სტუდენტური საერთო საცხოვრებლის საკითხზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება.

ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია და კანცლერი ლაშა საღინაძე ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, კომპანიამ გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც უმოკლეს დროში, შიდა სარემონტო სამუშაოები დაიწყება.

„სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსებული 300-მდე სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი ექნება. ახალი საერთო საცხოვრებელი სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. შენობაში განთავსდება კვების ობიექტი, მოეწყობა სოციალური სივრცე, ბიბლიოთეკა, სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია, ამჟამად, თბილისის მერიასთან შესაბამის დოკუმენტაციას ათანხმებს. თსუ-ს რექტორმა კომპანიის წარმომადგენლებს სთხოვა, რომ მერიასთან უახლოეს პერიოდში აწარმოონ მოლაპარაკებები, რათა სამუშაოები რაც შეიძლება ადრე დაიწყონ.

შეხვედრაზე, ამავე დროს, საუბარი შეეხო სამშენებლო სამუშაოების ვადაზე ადრე დასრულების შესაძლებლობას, რათა თსუ-ს სტუდენტებმა ახალი საერთო საცხოვრებლით რაც შეიძლება მალე ისარგებლონ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს