ნინო ლაცაბიძე - „თაობა რუსთაველი“ ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას აძლევს

რუსთავის განვითარებაში ახალგაზრდების აქტიურად ჩართვის მიზნით, ქალაქის მერიამ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, „თაობა რუსთაველი“ - ასეთი სახელწოდება აქვს პროექტს, რომლის ფარგლებშიც, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ახალგაზრდებს რუსთავზე სასაუბროდ იწვევს.

უწყების ცნობით, ნინო ლაცაბიძის ახალგაზრდებთან პირველი შეხვედრა, რუსთავის მედიათეკაში გაიმართა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, რუსთაველმა ახალგაზრდებმა ნინო ლაცაბიძეს, ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვები და პროექტები გაუზიარეს, მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე შეკითხვები დაუსვეს.

„თაობა რუსთაველი“ ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას აძლევს. ეს პროექტი, ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა კიდევ უფრო მარტივად მოიტანონ მერიამდე საკუთარი იდეები და რეკომენდაციები. ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას მათთან და შევეცდებით, რომ როგორც სამუშაო შეხვედრები, ასევე პროექტები, რომლებიც ორიენტირებული იქნება რუსთაველი ახალგაზრდების განათლების გაღრმავებაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე, მერიის მხრიდან მხარდაჭერილი და განხორციელებული იყოს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ახალგაზრდების დისკუსია მერთან მედიათეკაში თვეში ერთხელ გაიმართება. შეხვედრის მონაწილეთა შერჩევა ონლაინრეგისტრაციით ხდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი