რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სადაც 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სადაც 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედისა და ბიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

სხდომაზე, სადაც ჩვენების მისაცემად მკვლელობაში ბრალდებულ ალიმ სადიკოვის მამა გამოიძახეს, შახმაროვას დედა შეუძლოდ გახდა.

„ალიმი მოგიკვდეს, 14 წლის შვილი წამართვით",- ასე მიმართა ეგნატა მაგარამოვამ მოწმეს, რის შემდეგაც ის შეუძლოდ გახდა, სასამართლოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და შესვენება გამოცხადდა.

მანამდე სასამართლოში ჩვენება იმ სკოლის დირექტორმა მისცა, სადაც აითაჯ შახმაროვა სწავლობდა.

დირექტორის, გამეტ ისმაილოვის განცხადებით, გოგონა მე-9 კლასში, სექტემბრიდან სკოლაში საერთოდ არ გამოცხადდა.

მისივე თქმით, მშობელი გამოცხადდა სკოლაში და აღნიშნა, რომ აითაჯ შახმაროვა სკოლაში 2-3 დღეში მივიდოდა, რადგან ის რაიონში იყო წასული.

მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.

მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.

რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია