გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა არჩევნების საერთაშორისო დღეს გაიმართა.

გიორგი კალანდარიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესის, ტექნოლოგიური სიახლეებისა და ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაშიც და პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

„დღეს არჩევნების საერთაშორისო დღეა და სიმბოლურია, რომ საკონსულო თანამდებობის პირებთან გვაქვს შეხვედრა. ჩვენ გავუზიარეთ მათ ინფორმაცია იმ ნოვაციური სერვისების და ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება წარმოდგენილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაცია, რათა ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველვყოთ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. შესაბამისად, მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს და პერსონალურად ხათუნა თოთლაძეს ამ ღონისძიებაში ჩართვის შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა შეხვედრის დასასრულს ცესკოს თავმჯდომარემ.

„მინდა მადლიერება გამოვხატო ცესკოს მიმართ, რომელიც შემოგვიერთდა იმისათვის, რომ კიდევ უფრო კოორდინირებულად ვიმუშაოთ ერთად და საკონსულო თანამდებობის პირები იყვნენ ინფორმირებული იმ ახალი ტექნოლოგიების და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ნერგავს ცესკო. დარწმუნებული ვარ, ასეთი ცოდნის გაღრმავების შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო უკეთესად შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში იმართება. ხუთდღიანი შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის