ბექა დავითულიანი ოპოზიციაზე - მათ კარგად იციან ირაკლი კობახიძის ინტელექტუალური შესაძლებლობები, ის უნარები, რომლითაც შეუდგება თავისი საქმის კეთებას, ამიტომ არ მგონია, რომ რაიმე პოზიტიურის მოლოდინი ჰქონდეთ საკუთარი თავისთვის

ოპოზიციის საქმე ის არის, რომ აკრიტიკოს ნებისმიერი კანდიდატი, მით უმეტეს, მთავრობის მეთაურობის კანდიდატი, სხვაგვარად, ისინი ოპოზიცია აღარ იქნებოდნენ და იქნებოდნენ უმრავლესობის ნაწილი. მათ კარგად იციან ირაკლი კობახიძის ინტელექტუალური შესაძლებლობები, კარგად იციან ის უნარები, რომლითაც ირაკლი კობახიძე შეუდგება თავისი საქმის კეთებას, ამიტომ არ მგონია, რომ რაიმე პოზიტიურის მოლოდინი ჰქონდეთ მათთვის - ქვეყნისთვის თავისთავად ექნებათ, მაგრამ საკუთარი თავისთვის ასეთი მოლოდინები, ვეჭვობ, რომ არ ექნებათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს შორის გამართული ყველა პოლემიკის დროს, კობახიძე ყოველთვის არგუმენტირებულად ადასტურებდა "ქართული ოცნების" პოზიციის სისწორეს.

„აქვთ გამოცდილება ირაკლისთან ურთიერთობის და ყველა იმ თემაზე, ყველა იმ დარგში, რაზეც პოლემიკა ყოფილა და რაზეც კი დამსხდარან სასაუბროდ ერთი მხრივ, ოპოზიციის წარმომადგენლები და მეორე მხრივ, ირაკლი კობახიძე, როგორც უმრავლესობის ლიდერი და მმართველი გუნდის პარტიის თავმჯდომარე, ყველგან დაუსაბუთებია, ძალიან არგუმენტირებულად უჩვენებია ირაკლი კობახიძეს, რომ ის პოზიცია, რომელსაც წარმოადგენს ხოლმე "ქართული ოცნების" ხელისუფლება, არის ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგის მომტანი, ხოლო ის პოზიცია, რომელსაც რიგ შემთხვევებში წარმოადგენენ ხოლმე ჩვენი ოპოზიციონერები, როგორც წესი, ორიენტირებულია დესტრუქციაზე, ამ ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაზე და საკუთარი ქულების ჩაწერაზე, რასაც ბოლომდე ვეღარც კი ახერხებენ. ადრე ქულების ჩაწერას მაინც ახერხებდნენ პარტიულ ყულაბაში ახლა ამისი შნოც აღარ დარჩათ და ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში, ქვეყნის მასშტაბით იქნება მათთვის რთული ოპონენტი, რომელსაც ვეჭვობ, რომ ვერ გაუწევენ ოპონირებას და ეს შესაბამისად, მათთვის სასიხარულო არ უნდა იყოს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის