„რუსეთის ფედერაციის  საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და მათზე რეაგირების შესახებ“ რეზოლუციის პროექტის ავტორები, საკომიტეტო განხილვის გადაწევას არ ეთანხმებიან

„რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და მათზე რეაგირების შესახებ“ რეზოლუციის პროექტის ავტორები, საკომიტეტო განხილვის გადაწევას არ ეთანხმებიან.

როგორც რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, ეს რეზოლუცია მათ შორის, თამაზ გინტურის მკვლელობასაც მოიცავს და გაურკვეველია მისი განხილვის გადადების მიზეზი.

„აქ საუბარია თამაზ გინტურის მკვლელობაზე ოკუპანტების მიერ და ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის გაფართოებაზე. სამწუხაროდ და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი თამაზ გინტურის მკვლელების შესახებ, ჩემთვის გაურკვეველია მიზეზი რატომ არ განვიხილავთ ამ პროექტს. როცა ხდება ოპოზიციის ინიციატივების გადადება და განხილვის გარეშე ხდება ეს ყველაფერი, არ მგონია ადეკვატური იყოს. ჩვენ ჩვენი მოქალაქის მკვლელობაზე ვსაუბრობთ", - განაცხადა აქუბარდიამ.

ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომაზევე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, რომელიც ბიუროს სხდომას თავმჯდომარეობდა აღნიშნა, რომ წარდგენილ დღის წესრიგში არამხოლოდ ოპოზიციის წინადადებების გადადებაზეა საუბარი.

ამასთან, საკითხის განხილვის გადადების მოთხოვნის მიზეზები განმარტა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემაც.

„ეს საგარეო ურთიერთობებს და საგარეო პოლიტიკურ კურსს ეხება. ცხადად ითქვა, რომ ოპოზიციის მხრიდან ინიციირებულ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, ზედმიწევნით ფრთხილები ვართ. საზოგადოებამ იცის მიზეზების შესახებ და ჩვენი პოზიციაც ცნობილია", - განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძის ამ განცხადებას მასა და თეონა აქუბარდიას შორის კამათი მოჰყვა.

„როცა საუბარია ჩვენი მოქალაქის მკვლელობაზე ეს არამხოლოდ საგარეო ფაქტორია, არამედ ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული განზომილების მნიშვნელოვანი ნაწილია", - აღნიშნა აქუბარდიამ.

თავის მხრივ კი, სარჯველაძემ განაცხადა, რომ მსგავსი საკითხები ოპოზიციას "ქულების დასაწერად" სჭირდება.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ