გერმანიის შს მინისტრი - უნდა გავაგრძელოთ მემარჯვენე ექსტრემისტული ქსელების რუსეთთან კავშირების გამოაშკარავება

გერმანიას ულტრამემარჯვენეების რუსეთთან კავშირების გამოაშკარავება სურს. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერმა Funke მედია ჯგუფის გაზეთებთან ინტერვიუში განაცხადა.

„უნდა გავაგრძელოთ მემარჯვენე ექსტრემისტული ქსელების რუსეთთან კავშირების გამოაშკარავება. შესაბამისად, სამართალდამცავები აგრძელებენ რუსულ გავლენაზე ძალიან ახლოდან დაკვირვებას“, - განაცხადა ფეზერმა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი გამოცემა Spiegel-ისა და საგამოძიებო პორტალ The Insider-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს მოყვა, რომლის თანახმადაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიიდან ბუნდესტაგის წევრი იუჯინ შმიდტი ახლო კონტაქტში იმყოფებოდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის („ეფესბეს“) პოლკოვნიკთან.

„მოსკოვის დაგრძელებული ხელი ჩვენს პარლამენტებში არ უნდა აღწევდეს. შესაბამისად, მიმდინარე ანგარიშებმა უნდა შეაშფოთოს ყველა, ვინც ადრე სერიოზულად არ აღიქვამდა ამ საფრთხეს… [რუსეთის] გამაერთიანებელი ინტერესია ჩვენს დემოკრატიაში რწმენის განადგურება და უკრაინისადმი ჩვენი დახმარებისთვის ძირის გამოთხრა“, - განაცხადა ფეზერმა.

მან აღნიშნა, რომ რუსულ პროპაგანდასა და მემარჯვენე ფრთაზე წარდგენილ ნარატივებს შორის „ბევრი გადაკვეთაა.”

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს