რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება გაიზარდა

2024 წლიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება 6, 5 მლნ ლარი გახდა. დამატებით გამოყოფილ 1 მლნ ლარს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 4 რელიგიურ ორგანიზაციას (ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხურ-სამოციქულო) შორის გაანაწილებს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო წლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის (ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხურ-სამოციქულო) საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით არსებული თანხა 5,5 მლნ ლარს შეადგენდა.

„საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N117 დადგენილებით ,,საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის" მე-4 მუხლის მეორე პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 იანვრის N146 განკარგულებით საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის (ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხურ-სამოციქულო) საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსათვის გამოყო 1000000 (ერთი მილიონი) ლარი.

2024 წლიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება 6, 5 მლნ. ლარი გახდა. დამატებით გამოყოფილ 1 მლნ. ლარს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 4 რელიგიურ ორგანიზაციას (ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხურ-სამოციქულო) შორის გაანაწილებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს