სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვრის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 2024 წლის იანვრის განმავლობაში 12 დაჭრილ მებრძოლს გაუწია დახმარება, რაზეც 74 000 ლარი დაიხარჯა. ეს თანხა მოხმარდა საზღვარგარეთ ჩატარებულ სამედიცინო მომსახურებას, მეუღლეების მხარდაჭერას, მედიკამენტებით უზრუნველყოფას, არასრულწლოვანი შვილების სამედიცინო მომსახურებას, სწავლის დაფინანსებას, და სხვა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანადაფინანსებით თურქეთში ჩატარდა საზღვარგარეთ მკურნალობა. ფონდის 50%-იანმა დაფინანსებამ 52,263.77 ლარი შეადგინა, ხოლო დამატებითი ხარჯებისთვის 3 000 ლარი იქნა გაღებული;

5 სამხედრო მოსამსახურის არასრულწლოვან შვილს დაუფინანსდა სასწავლო კურსები, მედიკამენტები, რეაბილიტაციის კურსი და სხვა სამედიცინო მომსახურება, რასაც ჯამში - 12 641.90 ლარი მოხმარდა;

ერთ სამხედრო მოსამსახურეს 2 500 ლარით დაუფინანსდა ინგლისური ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსი;

სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები მიიღო სამმა სამხედრო მოსამსახურემ, რაზეც 3 275 ლარი დაიხარჯა;

ერთი სამხედრო მოსამსახურის მეუღლეს 1,216.80 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება გაეწია.

ზემოთ ჩამოთვლილი დაფინანსება ფონდმა იმ შემოწირული თანხებით განახორციელა, რაც გასული წლის საქველმოქმედო გალა ვახშამზე არაერთმა კომპანიამ და კერძო პირმა გაიღო.

2024 წლის საქმიანობისთვის „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ 246 000 ლარი შემოვიდა. 2023 წლის დეკემბრის ბოლოს ამავე სახსრებიდან ფონდმა 80 000 ლარით დააფინანსა აფხაზეთის ომის ვეტერანის კიდურის პროტეზირება, რომელიც მას ამერიკის შეერთებული შტატებში ჩაუტარდება.

ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ამ კომპანიებისა და კერძო პირების თანამონაწილეობით:

დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი - 50 000 ლარი

ფუდმარტი, არჩილ გეგენავა - 50 000 ლარი

დიმიტრი აბდუშელიშვილი - 25 000 ლარი

არქი პრომოუშენი - 20 000 ლარი

ბაჩო ჩინჩალაძე - 10 000 ლარი

გიორგი მირიანაშვილი - 10 000 ლარი

იანიკ არაკელოვი - 8 070 ლარი

ზურაბ შურღაია - 5 000 ლარი

იუჯიტი - 5 000 ლარი

დიო - 3 000 ლარი

ელენე მაჭავარიანი - 2 000 ლარი

თეოდორე ჩარლზ ჯონასი - 2 000 ლარი

აუქციონი - 1 600 ლარი

ნინო ზამბახიძე - 1 000 ლარი

ეკა ბოკუჩავა - 1 000 ლარი

სხვა კერძო შემომწირველები - 2 450 ლარი

გარდა ამისა, სილქნეტის ყოველწლიური დონაცია ფონდში 300 000 ლარს შეადგენს.

ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, შეუერთდეს ქველმოქმედებას და მხარში დაუდგეს დაჭრილ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს ფონდთან ერთად. შესაძლებელია ფონდის ვებ გვერდიდან ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა ფონდში. მოქმედებს, ასევე, საქველმოქმედო ნომერი 0 091 777 771, სადაც ერთი ზარის ღირებულება 1 ლარია. ნომერი აქტიურია ყველა მობლური ქსელის მომხმარებლისთვის.

ფონდის მიზანია, მისი საქმიანობა გახდეს მეტად ფართომასშტაბიანი და საყოველთაო, რათა საზოგადოებასთან და ბიზნესთან ერთად, ასევე მთავრობასთან თანამშრომლობით, გვერდით დაუდგეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლ დაჭრილ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო