პარლამენტში „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის ცალკეული დებულებების შეფასების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა უმასპინძლეს სამუშაო შეხვედრას, სადაც მონაწილე მხარეებმა იმსჯელეს „მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონის მიღების შემდეგ, მისი ცალკეული დებულებების დანერგვის პრაქტიკასა და ანალიზზე. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში, სახელწოდებით „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ცალკეული დებულებების რეტროსპექტული შეფასება", მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, ინვესტორთა საბჭოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ბიზნეს ასოციაციების, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

„შეხვედრაზე განიხილეს კანონში დისპოზიციური და იმპერატიული ბუნების საკითხები ცალკეულ მუხლებში და საწარმოს რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური საკითხი.

შეხვედრა გაიმართა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი