პაატა მანჯგალაძე - სამთავრობო გეგმა ისეთი ფასადური და ბუტაფორიულია, როგორიც სამთავრობო ცვლილებები, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ე.წ. მთავრობა - მორიგ ფოჩიან კანფეტებს ხალხი არ ჭამს

სამთავრობო გეგმა ისეთი ფასადური და ბუტაფორიულია, როგორიც სამთავრობო ცვლილებები, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ე.წ. მთავრობა - რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები ჩაწერონ ამა თუ იმ გეგმაში „ქართული ოცნება“ ამ გეგმით არასდროს მოქმედებს, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე სამთავრობო პროგრამას.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება" 12 წელია რაც მოსახლეობას ფურცელზე დაწერილ „ფუჭ ოცნებებს სთავაზობს“.

„სამთავრობო გეგმა ისეთი ფასადური და ბუტაფორიულია, როგორიც სამთავრობო ცვლილებები, ივანიშვილის და „ქართული ოცნების" ე.წ. მთავრობა. ქართველი ხალხი 12 წელია ხედავს "ქართული ოცნების" საქმეს და გეგმას, რომელმაც სიღარიბის, უმუშევრობის და მიგრაციის გარდა არაფერი მოუტანა ქვეყანას.

ეს არის რეალობა და რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები ჩაწერონ ამა თუ იმ გეგმაში „ქართული ოცნება“ ამ გეგმით არასდროს მოქმედებს, არც არასდროს იმოქმედებს. საქართველოს მოქალაქისთვის მთავარი გამოწვევა დგას ასე - ან ფასადური ცვლილებები ან რეალური ცვლილებები. ან იმედი და სამუშაო ადგილები, ან სიღარიბე. ოპოზიცია ვთავაზობთ რეალურ ცვლილებებს, სამუშაო ადგილებს, მაღალ ანაზღაურებას, ევროკავშირში ინტეგრაციას, "ქართული ოცნება" ფურცელზე დაწერილ ფუჭ ოცნებებს 12 წელია. დეტალებში შეყოლას აზრი არ აქვს, არცერთი სამთავრობო ე.წ. გეგმა არ განუხორციელებიათ“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ამასთან, მან განმარტა, რომ „ქართული ოცნება" ვინც არის და რაც არის კარგად იცის ხალხმა, ივანიშვილის მორიგ „ფოჩიან კანფეტებს კი ხალხი არ ჭამს“.

„ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ როგორ შევქმნით მაღალანაზღაურებად ღირსეულ სამუშაო ადგილებს, როგორ დავამარცხებთ სიღარიბეს, როგორ დავაბრუნებთ ემიგრანტებს, როგორ მოვაგვარებთ ჩვენი 400 ათასამდე პენსიონერისთვის სესხთან არსებულ პრობლემას. ეს არის ჩვენი რეალური შეთავაზებები და არა ივანიშვილის მორიგი ფოჩიანი კანფეტები, რომლის გადმოყრასაც კიდევ აპირებს და ხალხი არ ჭამს“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის