სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს ანტონიო კამპინოსს შეხვდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე მიუნხენში ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტს ანტონიო კამპინოსს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 15 იანვარს ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საპატენტო უწყებების ხელმძღვანელთა დონეზე ეს პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. სოსო გიორგაძემ ანტონიო კამპინოსს ვალიდაციის რთულ და დინამიკურ პროცესში მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე ითქვა, რომ „ვალიდაციის შეთანხმება ორმხრივად სასარგებლოა, რადგან, ევროპულ საპატენტო სივრცეს საქართველოს სახით, ემატება 45-ე ქვეყანა – რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკით, რომელსაც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის თანამედროვე და ეფექტიანი სისტემა გააჩნია. თავის მხრივ, საქართველოსთვის კი, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ერთი თვის წინ მიენიჭა, ვალიდაციის ძალაში შესვლა ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველო მოელის, რომ უფრო მეტად დაჩქარდება ევროპის საპატენტო კონვენციასთან საქართველოს მიერთების პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო გახდება ევროპის საპატენტო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი.

აღსანიშნავია, რომ ვალიდაციის შეთანხმება მოიცავს EPO-სა და საქპატენტის ყოველდღიურ თანამშრომლობას უშუალოდ იმ განცხადებებზე, რომლებიც ვალიდაციის ფარგლებში შემოვა განსახილველად, რაც, ბუნებრივია, საექსპერტო, თუ ტექნიკურ დონეზე ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის მომსახურებას მოითხოვს“.

შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მხრიდან სერვისების მიწოდება საერთო, ერთიანი სტანდარტებით მოხდება, რისთვისაც საქპატენტმა უკვე გაატარა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა – ცვლილებები შევიდა საპატენტო კანონში, გაუმჯობესდა და EPO-ს სისტემებთან თავსებადი გახდა ელექტრონული სისტემები. ასევე აღინიშნა, რომ ექსპერტთა კვალიფიკაციის ამაღლება და გაუმჯობესება საქპატენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობაზეც. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმების გაძლიერება, ახალი სერვისების დანერგვა და სასწავლო მიმართულების გაძლიერება ის პრიორიტეტებია, რომლებზეც მხარეებმა იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა, აგრეთვე, პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის გაძლიერებაზე – რეფორმა უკვე დაწყებულია და შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი.

შეხვედრის დასასრულს ანტონიო კამპინოსმა ქართველ კოლეგას ურყევი მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლის ბოლომდე საერთო სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ, რომელიც ოფიციალური შეთანხმებით გაფორმდება.

სოსო გიორგაძე, გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსთან მერაბ კუციასთან ერთად, EPO-ს ოპტიკის დირექტორატს ეწვია. დელეგაციის წევრებს ოპტიკის განყოფილების დირექტორმა გარეტ ლორდმა უმასპინძლა და დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა გააცნო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია