გიორგი ვაშაძე - ვხვდებით Microsoft-ის წარმომადგენლებს, გპირდებით, ძალიან ბევრი ინვესტიცია შემოვა საქართველოში - მაქსიმუმ ოთხ წელიწადში უმუშევრობას დავამარცხებთ

ჩემს უკან არის Microsoft-ის ოფისი და ჩვენ ვხვდებით დიდი ამერიკულ კომპანიების წარმომადგენლებს. რა არის მიზანი? ჩვენ გვინდა ამერიკული და ევროპული ინვესტიციები საქართველოში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ აშშ-ში, Microsoft-ში ვიზიტისას განაცხადა.

„გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე განსახილველ მთავარ საკითხებს საქართველოში მსხვილი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენდა:

„ჩემს უკან არის Microsoft-ის ოფისი და ჩვენ ვხვდებით დიდი ამერიკულ კომპანიების წარმომადგენლებს. რა არის მიზანი? ჩვენ გვინდა ამერიკული და ევროპული ინვესტიციები საქართველოში. რუსეთი არის სანქციების ქვეშ, საქართველოს აქვს შანსი, იქ დახურული კომპანიები წამოვიყვანოთ და შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ამით უნდა იყოს დაკავებული საქართველოს მთავრობა და ამიტომ გვინდა გამარჯვება, გვინდა შევცვალოთ ის უსამართლობა, რაც ქვეყანაშია, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარება დავიწყოთ და გპირდებით, ძალიან ბევრი ამერიკული და ევროპული ინვესტიცია ჩამოვა საქართველოში და მათთან ერთად ჩვენ, მაქსიმუმ ოთხ წელიწადში სრულად დავამარცხებთ უმუშევრობას, როგორც ნომერ პირველ პრობლემას საქართველოში. ამას სჭირდება განათლებული და პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში და ამისთვის უნდა დავდგეთ ყველანი ერთად“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს