ანჯეი დუდა - არ ვიცი დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებს

არ ვიცი დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

„დღეს რუსეთი უკრაინაში გამარჯვებას ცდილობს. მე ამას ასე ვიტყვი: თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს შეინარჩუნებს, მაშინ ეს რუსეთის გამარჯვება იქნება და მაშინ რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის ალბათობა ძალიან დიდი იქნება. არ ვიცი, დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ ის დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებს“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.

ანჯეი დუდას სიტყვებს პოლონეთში უკრაინის ელჩი, ვასილი ზვარიჩი გამოეხმაურა.

„ყირიმი არის უკრაინა: ეს ასეა და ასე იქნება! საერთაშორისო სამართალი საფუძველს წარმოადგენს. რუსეთის მიერ ყირიმის დროებითი ოკუპაცია სამხედრო დანაშაულია, რის გამოც იგი დაისჯება. ყირიმის დეოკუპაცია თავისუფალ სამყაროსთან ერთად ჩვენი საერთო ამოცანა და პასუხისმგებლობაა. ჩვენ ამას ყველანაირი კითხვის გარეშე გავაკეთებთ. ჩვენ გვჯერა და ერთად ვმოქმედებთ“, - აღნიშნა უკრაინის ელჩმა პოლონეთში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს