ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი წითელ ზღვაში გემების “ჰუსიტებისგან” დასაცავად საზღვაო მისიას შექმნის

ევროკავშირი საზღვაო მისიას შექმნის წითელ ზღვაში გემების “ჰუსიტებისგან” დასაცავად, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის მიერ ერაყსა და სირიაში ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელებული ავიადარტყმების შემდეგ ყველა მხარე უნდა ეცადოს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შემდგომი ესკალაცია აირიდონ თავიდან.

ბორელის თქმით, აშშ-ის პასუხი მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათელი გახადა, რომ ვაშინგტონი საპასუხო დარტყმებს განახორციელებდა.

„რა თქმა უნდა, ყოველ დარტყმას წვლილი შეაქვს ესკალაციაში და მინისტრებმა ამ პროცესთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს. შეგვიძლია მხოლოდ ყველას მოვუწოდოთ გაიგონ, რომ ამ მომენტში ამ დარტყმებისა და საპასუხო დარტყმების სერიაში ნაპერწკალს უფრო დიდი ინციდენტის გამოწვევა შეუძლია“, - განაცხადა ბორელმა.

მან აღნიშნა, რომ ამ ძალადობის სერიის დასამშვიდებლად ევროკავშირი მიმდინარე თვეს წითელ ზღვაში საზღვაო მისიას შექმნის, რათა საერთაშორისო გემები დაიცვას იემენის „ჰუსიტების“ მხრიდან თავდასხმებისგან.

ბორელის თქმით, მისია „თავდაცვითი” იქნება და „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ხმელეთზე თავდასხმებს არ განახორციელებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის