აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ 30-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს

შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში 30-ზე მეტ სამიზნეს 13 ლოკაციაზე დაარტყეს და ეს დარტყმები რამდენიმე სხვა ქვეყნის მხარდაჭერით განახორციელეს.

„დღევანდელი დარტყმის სამიზნე იყო „ჰუსიტების“ იარაღის საწყობები, სარაკეტო სისტემები და გამშვებები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ, ბაჰრეინმა, კანადამ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ახალმა ზელანდიამ ერთობლივად გაავრცელეს.

ამასთან, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ USS Gravely-მა და USS Carney-მა სახმელეთო შეტევის ფრთოსანი რაკეტები გაისროლეს და დარტყმების განხორციელებაში, ასევე, ჩართული იყვნენ F/A-18 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება