რუსული მხარის ინფორმაციით, ლისიჩანსკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-ამდე გაიზარდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ლუგანსკის ოლქის ე.წ. ხელისუფლებისა და რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ლისიჩანსკში საცხობის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-ამდე გაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, დაბომბვა შაბათს მოხდა. ამ დროისთვის, ნანგრევებიდან 28 ადამიანის ცხედარია ამოსვენებული, მათ შორის ერთი ბავშვია. ასევე, დაშავებულია, სულ მცირე, 10 ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ლუგანსკის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლებამ 4 თებერვალი გლოვის დღედ გამოაცხადა. უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება