საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორი - ტურნირის ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან

გუდაურში “სნოუბორდ კროსის დისციპლინაში” მსოფლიო თასის ჩემპიონატი დასრულდა.

შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში ტარდებოდა, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირის დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ქალთა კატეგორიიდან პირველი ადგილი დაიკავა ბრიტანელმა სპორტსმენმა შარლოტ ბენქსმა, ხოლო მამაკაცთა კატეგორიიდან პირველი ადგილი დაიკავა კანადელმა სპორტსმენმა ელიოტ გრონდინმა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორის, უვე ბეიერის განცხადებით, ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან.

“ გუდაურის „ივენთის“ ორგანიზებით ძალიან კმაყოფილები ვართ. მეორე დღეც განსაკუთრებული აღმოჩნდა. ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან. ინფრასტრუქტურაც მშვენიერია. ყველა ძალიან მონდომებული და ენთუზიაზმით სავსეა. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა გლობალურად მოხდა კავკასიონის თეთრი მთების პოპულარიზაცია. დარწმუნებული ვარ, ეს ყველა სეზონის საუკეთესო ღონისძიება იქნება”, - განაცხადა უვე ბეიერმა.

შეგახსენებთ, “სნოუბორდ კროსის დისციპლინაში” მსოფლიო თასის ჩემპიონატი 3-4 თებერვალს ჩატარდა.

შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი კი, ბაკურიანში, დიდველის არეალში 10-11 თებერვალს გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება