ქოლ-ცენტრების საქმის პროკურორი - მტკიცებულებითი სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი, ბრალდებულების უფლებაა აღიარებენ თუ არა

ქოლ-ცენტრების საქმეზე მტკიცებულებითი სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი, - ამის შესახებ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო საქმეზე აქტიურად თანამშრომლობს შვეიცარიასთან.

„ჩვენ ამ საქმეზე ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ შვეიცარიის კონფედერაციასთან, შესაბამისად, მტკიცებულებითი სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი. მათი უფლებაა აღიარებენ თუ არა. რაც შეეხება პირებს, ისინი არიან ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თუმცა გამოძიება გრძელდება და ბუნებრივია, შესაბამისი შედეგების შესახებ გაცნობებთ“, - განაცხადა სადრაძემ.

მანამდე აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ცნობისთვის, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 3 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.

გამოძიების თანახმად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება