2008 წლის აგვისტოს ომის გმირის ზურაბ ბეგიაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით წიგნის პრეზენტაცია „ქროლვა მარადისობაში" გაიმართა

3 თებერვალი აგვისტოს ომის გმირის ზურაბ ბეგიაშვილის დაბადების დღეა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გმირი ზურაბ ბეგიაშვილის დედის, ნელი ბეგიაშვილის რიგით მეორე წიგნის „ქროლვა მარადისობაში" პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ნელი ბეგიაშვილის თქმით, წიგნი თავის გმირ შვილს მიუძღვნა.

„ჩემთვის ეს ზურას წიგნია, რადგან ზურას გამო დავწერე. ცოცხალი და ჯანმრთელი რომ მყოლოდა, ხომ არაფერს დავწერდი ან საერთოდ, წერას რა მომაფიქრებდა.

ზურას წიგნია კიდევ იმიტომ, რომ მას ვუძღვნი, რადგან მასზე ისევე მინდა ვიზრუნო, მისთვის ისევე მინდა რაღაც ვაკეთო, როგორც ადრე. ასეც უნდა მოვიქცე, ის ხომ ჩემგან არსად წასულა, ისევ ჩემს გვერდით არის და ახლა უფრო მეტად, ვიდრე მაშინ, როცა იყო", - აღნიშნა ნელი ბეგიაშვილმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზურაბ ბეგიაშვილი, სამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში ექიმად მსახურობდა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა.

„გარდაცვალების შემდეგ, ზურაბ ბეგიაშვილი სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადების, მამაცობისა და თავგანწირვისათვის, ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

საომარი მოქმედებების პერიოდში საქართველოს თავდაცვის საქმეში გამოჩენილი დიდი დამსახურებებისათვის, ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ ასევე, მიიღო მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული".

ღონისძიებას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლეილა ბენდელიანი, საკრებულოს წევრი ლევან ბეგლარიშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს