ანონსი 5 თებერვალი

5 თებერვალს, 10:00 საათზე, ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო კონფერენცია გაიმართება.

თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)

5 თებერვალს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

5 თებერვალს, 10:30 საათზე, „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის კულტურა - რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“ გაიხსნება.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე გახსნის.

5-6 თებერვალს მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობას 6 ქვეყნიდან 80-მდე მეცნიერი მიიღებს.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი 6; თბილისი)

5 თებერვალს, 11:00 საათზე, მეცნიერები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტის უკანა შესასვლელთან განცხადებას გააკეთებენ და პარლამენტის დეპუტატებს მიმართავენ.

5 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.

5 თებერვალს, 15:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

5 თებერვალს 15:00 საათზე, პარლამენტთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის პარალელურად „განათლების დამცველთა ასოციაციის“ ლიდერები ბრიფინგს გამართავენ და მთავრობის მიერ დაპირებული საჯარო სკოლების დირექტორთა ხელახალი კონკურსის შესახებ განცხადებას გააკეთებენ.

მის: პარლამენტის უკანა შესასვლელი

საკონტაქტო: დათო ფერაძე - 579 18 24 34

5 თებერვალს, 19:00 საათზე, პარლამენტის უკან აქცია - „წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება