მამუკა მდინარაძე - ირაკლი კობახიძეს აქვს ინოვაციური, ორიგინალური ხედვები ქვეყნის მოწყობასთან, განვითარებასთან დაკავშირებით

ირაკლი კობახიძეს აქვს განსაკუთრებული უნარი, ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში შეინარჩუნოს სიმშვიდე, ცივ გონებაზე მიიღოს პრაგმატული გადაწყვეტილებები. პოლიტიკოსისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, არ არის მარტივი, ყველას აქვს თავისი ემოცია, ამ ემოციების მართვა ლიდერს განსაკუთრებულად სჭირდება , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორს მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს აქვს ინოვაციური ხედვები ქვეყნის მოწყობასთან, განვითარებასთან დაკავშირებით, დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო მოწყობის სხვა მიმართულებებით.

მისივე თქმით, საუკეთესო პიროვნულ თვისებებთან ერთად, ირაკლი კობახიძემ შეიძინა უდიდესი გამოცდილება და მოახერხა 40 000 -ზე მეტ წევრიანი პარტიის მართვა, სადაც პრაქტიკულად ნულიდან ააწყო მენეჯმენტი.

"ადამიანი, რომელსაც უნდა ვუსურვოთ და დარწმუნებულებიც ვართ, რომ წარმატებული იქნება, უნდა გამოირჩეოდეს საუკეთესო პიროვნული თვისებებით - სამშობლო უნდა უყვარდეს, წესიერი ადამიანი უნდა იყოს. ეს თვისება განსაკუთრებულად ჩანს, ოპონენტებიც კი ვერ ლაპარაკობენ ვერაფერს ცუდს მის წესიერებაზე, პროფესიონალიზმზე. საუკეთესო პიროვნულ თვისებებთან ერთად, [ირაკლი კობახიძემ] შეიძინა, დააგროვა უდიდესი გამოცდილება, მან მოახერხა 40 000 -ზე მეტ წევრიანი პარტიის მართვა, სადაც პრაქტიკულად ნულიდან ააწყო მენეჯმენტი. მას აქვს განსაკუთრებული უნარი, ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში შეინარჩუნოს სიმშვიდე. პოლიტიკოსისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თვისებაა, არ არის მარტივი, ყველას აქვს თავისი ემოცია, ამ ემოციების მართვა ლიდერს განსაკუთრებულად სჭირდება. მან ქართულ პოლიტიკაში შემოიტანა ეს განსაკუთრებული ნიშა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანს შეუძლია სიმშვიდე შეინარჩუნოს, მიიღოს ცივ გონებაზე პრაგმატული გადაწყვეტილებები. ამასთან ერთად, აღსანიშნავია მისი კომუნიკაბელურობა, მაგალითად, ყოველთვის ყველა ჟურნალისტი და ოპონენტი აღნიშნავდა, რომ მასთან პირადი ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გასაკვირია კრიტიკა, რომ ირაკლი კობახიძეს ეკონომიკური მიმართულებით გამოცდილება არ აქვს.

„საპარლამენტო რესპუბლიკაში [ირაკლი კობახიძე] ხელმძღვანელობდა პარლამენტს, საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც განსაზღვრავდა ეკონომიკურ პოლიტიკას, კანონები იქმნებოდა ამ მიმართულებით, კონცეფციები და მიმართულებები განისაზღვრებოდა და ეკონომიკური მიმართულებით გამოცდილება არ აქვს , რას ნიშნავს? პირიქით, თავის თავი რომ პროფესორები ჰგონიათ ამ მიმართულებაში, ბევრზე კარგად ერკვევა ამ საკითხებში და ეს ჩანს ბევრი მისი თუნდაც გამოსვლიდან, დამოკიდებულებიდან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - მას აქვს ინოვაციური, ორიგინალური ხედვები ქვეყნის მოწყობასთან, განვითარებასთან დაკავშირებით, დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო მოწყობის სხვა მიმართულებებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ "იმედთან".

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება