ჯო ბაიდენი კონგრესს - თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინის მადას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებისთვის, ის მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება და ამერიკისთვის ხარჯები გაიზრდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ორპარტიულ შეთანხმებას კენჭი რაც შეიძლება სწრაფად უყარონ.

„მივაღწიეთ თანხმობას ეროვნული უსაფრთხოების ორპარტიულ შეთანხმებაზე, რომელიც მოიცავს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მკაცრ და სამართლიან სასაზღვრო რეფორმების ნაკრებს. მე მას მტკიცედ ვუჭერ მხარს“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

მისი განმარტებით, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ორპარტიული შეთანხმება ასევე მოიცავს ორ სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტ : უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერის საკითხს,

„ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ორპარტიული შეთანხმება ასევე ეხება ორ სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტს. ეს საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებს გააგრძელოს სასიცოცხლო სამუშაო, პარტნიორებთან ერთად, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებას და მხარი დაუჭიროს მის უნარს, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან. როგორც უკვე ვთქვი, თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინის მადას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებისთვის, ის არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და გაიზრდება ხარჯები ამერიკისთვის. ეს შეთანხმება ასევე აძლევს ისრაელს იმას, რაც მას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად და ჰამასის ტერორისტებისგან თავის დასაცავად და ის უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას პალესტინელი ხალხისთვის. მოვუწოდებ კონგრესს, შეიკრიბოს და სწრაფად მიიღოს ეს ორპარტიული შეთანხმება. დადეთ იგი ჩემს მაგიდაზე, რათა დაუყოვნებლივ მოვაწერო ხელი“, - აცხადებს ბაიდენი.

ცნობისთვის, 118 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის პაკეტი აერთიანებს აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების პოლიტიკას და უკრაინისა და ისრაელის დახმარებას.

კერძოდ, უკრაინის დახმარებისთვის 60.1 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული და ისრაელის მხარდასაჭერად - 14 მილიარდ დოლარზე მეტი. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსებას წითელ ზღვასა და ტაივანში ოპერაციებისთვის.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა შაბათს განაცხადა, რომ მომავალ კვირას კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც დააჩქარებს ისრაელისთვის 17.6 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების გამოყოფას, სხვა პირობების გარეშე, მათ შორის უკრაინის დახმარების გარეშე. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კანონპროექტს "ცინიკური პოლიტიკური მანევრი" უწოდა და განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს კანონპროექტს, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო