ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 112-მდე გაიზარდა

ჩილეს ცენტრალურ ნაწილში მეხანძრეები განაგრძობენ ბრძოლას ტყის ხანძრების წინააღმდეგ, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 112 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ასობით ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა ქალაქი ვინია-დელ-მარი, რომელიც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან 120 კილომეტრში მდებარეობს.

ხანძარმა ასევე სერიოზულად დააზიანა7 სახლები ლა ესტრელასში, ნავიდადსა და კილპუეში. ევაკუაცია განხორციელდა ქალაქ პიჩილემუშიც.

ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მანუელ მონსალვემ გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში ხანძრის 165 კერა ფიქსირდება და რომ მხოლოდ ვინია-დელ-მარსა და კილპუეში დაახლოებით 14 000 სახლი დაზიანდა.

Reuters-ი წერს, რომ აღნიშნული ტყის ხანძრები ჩილესთვის, ლეტალობის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი ეროვნული კატასტროფაა 2010 წლის მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც, დაახლოებით, 500 ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება