ვახტანგ გომელაური - მართლწესრიგის ოფიცრები, ქვეყნის მასშტაბით უკვე 3 დიდ ქალაქში მუშაობენ, აღნიშნული ინსტიტუტი ეტაპობრივად ყველა დიდ ქალაქში დაინერგება

მართლწესრიგის ოფიცრები, ქვეყნის მასშტაბით უკვე 3 დიდ ქალაქში მუშაობენ, აღნიშნული ინსტიტუტი ეტაპობრივად ყველა დიდ ქალაქში დაინერგება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, პოლიციის თანამედროვე საუბნო მიმართულება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

„სამინისტროში გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის პროექტი, რომლის ფარგლებში დაინერგა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, როგორც პოლიციის თანამედროვე საუბნო მიმართულება. ამ ეტაპზე, მართლწესრიგის ოფიცრები, ქვეყნის მასშტაბით უკვე 3 დიდ ქალაქში მუშაობენ და აღნიშნული ინსტიტუტი ეტაპობრივად ყველა დიდ ქალაქში დაინერგება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს