ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კრიმინალური პოლიციის რეფორმებზე ისაუბრა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კრიმინალური პოლიციის რეფორმებზე ისაუბრა. მან დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის ზრდასთან ერთად, უწყება პრევენციული ღონისძიებების გატარებას განაგრძობს, რაც რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებას და პოლიციელების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება.

„მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სრულად გაიმიჯნა საგამოძიებო, ოპერატიული და პრევენციული მიმართულებები. დამოუკიდებელ საშტატო ერთეულებად ჩამოყალიბდა გამომძიებლის შტატი. გაიზარდა გამომძიებელთა ხელფასები და მათი ფუნქციები სრულად დაკავშირებული გახდა დანაშაულის გამოძიებასთან.

ამავე რეფორმის ფარგლებში, 2023 წლის 25 ოქტომბრიდან დამოუკიდებელ ტერიტორიულ ორგანოდ ჩამოყალიბდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება