ვახტანგ გომელაური - მიმდინარე წელს, დამატებით იგეგმება 31 ერთეული სახანძრო ავტომობილისა და 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღის შესყიდვა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საგანგებო და ექსტრემალური სიტუაციების მართვის მიმართულებით ისაუბრა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გასულ წლებში განახლდა ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვნად გაიზარდა დანაყოფის შესაძლებლობები, ასევე, ხელფასები გაუორმაგდათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებს.

„აღნიშნული მიმართულებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით. კერძოდ, ბოლო წლებში შეძენილი იქნა 45 ერთეული სახანძრო მანქანა, 4 ერთეული წყალზე სამაშველო კატარღა და 64 ერთეული სამაშველო სამსახურისთვის განკუთვნილი სპეცტექნიკა.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს, დამატებით იგეგმება 31 ერთეული სახანძრო ავტომობილისა და 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღის შესყიდვა. ამასთან, გასულ წლებში განახლდა ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვნად გაიზარდა დანაყოფის შესაძლებლობები. ხელფასები გაუორმაგდათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებს. მოხდა მეხანძრე-მაშველების კვებით უზრუნველყოფა",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება