ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშაულთან  ბრძოლა და ამ მიმართულებით მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა რეფორმა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყება აქტიურად მუშაობს ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის „კანონიერი ქურდების“, „ქურდული სამყაროსა“ და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ.

როგორც გომელაურმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ არსებული პრევენციული მექანიზმები უმჯობესდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ამ მიმართულებით მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა რეფორმა, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, 2023 წელს, შემუშავდა და დამტკიცდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშში დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა ზემოაღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტების არსებობის მნიშვნელობას.

2024 წელს, იგეგმება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ამავე სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება. აქტიურად ვმუშაობთ ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის „კანონიერი ქურდების“, „ქურდული სამყაროსა“ და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. ასევე, ვახორციელებთ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ არსებული პრევენციული მექანიზმების გაუმჯობესებას“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გარდა ამისა, გომელაურმა სხვა საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს დანაშაულის პრევენციას და შემდგომში მის აღკვეთას.

როგორც მან განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარება. ქვეყნის მასშტაბით, გასულ წელს, სამინისტროს ყველა ტერიტორიული ერთეული 94 ანალიტიკოსით დაკომპლექტდა.

ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს დანაშაულის პრევენციას და შემდგომში მის აღკვეთას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს დანაშაულის შემცირებას”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო