ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, წელს საქართველო სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, 2024 წელს საქართველო სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს.

მისი თქმით, საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს, რომელიც სამომავლოდაც გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

„ჩემთვის და თავდაცვის ძალების თითოეული წარმომადგენლისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკასთან სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობა. გასულ წელს, სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი ჩატარდა აზერბაიჯანში, ხოლო წელს ღონისძიებას უმასპინძლებს საქართველო. ჩვენ მეზობლებთან: აზერბაიჯანთანაც, სომხეთთანაც და თურქეთთანაც გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება