იაგო ხვიჩია - ირაკლი კობახიძის მინისტრებს რომ ნდობა გამოვუცხადო უმრავლესობაში უნდა გადავიდე და მე მგონი, არავისთვის არანაირი საფუძველი არ მიმიცია, უმრავლესობაში გადასვლას რომ ვაპირებდე

ირაკლი კობახიძის მინისტრებს რომ ნდობა გამოვუცხადო უმრავლესობაში უნდა გადავიდე და მე მგონი, არავისთვის არანაირი საფუძველი არ მიმიცია, უმრავლესობაში გადასვლას რომ ვაპირებდე, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის გუნდში შეცვლილ ორ ადამიანთან - ირაკლი კობახიძესთან და ირაკლი ჩიქოვანთან ექნებოდა კითხვა იმის შესახებ, "თუ რა არ მოსწონდათ წინამორბედებში და რას შეცვლიან".

"ჩვენ ამ მინისტრებს ყოველ თვე პერიოდულად ველაპარაკებოდით. იგივე მინისტრებია მოგეხსენებათ, ორი ადამიანია სულ ახალი და ამ ორ ადამიანთან თუ რამე შეკითხვა მექნებოდა, მექნებოდა ის, რომ რა არ მოსწონდათ წინამორბედში და რას შეცვლიდნენ. რა იქნება იმ დარგში ახალი, რაც ჩაიბარეს," - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება