ანა ნაცვლიშვილი ვახტანგ გომელაურს - ამ დრომდე,  რატომ არ იძიებთ თანამდებობის პირთა შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებას შოვში? რატომ არაა სათანადო კვალიფიკაცია მიცემული დანაშაულისთვის?

რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ უწყება, რომელმაც ჩაატარა სამაშველო-სამძებრო ღონისძიება, განახორციელა ოპერაცია, ეს უწყება იძიებს რამდენად სწორად ჩატარდა ეს ოპერაცია?! ანუ საკუთარ თავს იძიებთ, „მელა საკუთარ კუდს მოიყვანს მოწმედ, - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა, პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს.

მისი თქმით, ეს გამოძიება მიმდინარეობს არა სიმართლის დადგენის მიმართულებით, არამედ სიმართლის მიჩქმალვის მიმართულებით.

„თქვენ დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ისაუბრეთ და ამ 15 წუთის განმავლობაში ვერ მოძებნეთ ვერცერთი წუთი, რომ გესაუბრათ ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ მოვლენაზე, შოვზე. ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ რამდენი თვეც არ უნდა გავიდეს და რამდენი მოვლენაც არ უნდა დაემატოს, ამ თემაზე აქ კითხვას არ დაგისვამთ. მე დღეს არ მაინტერესებს თქვენგან მოვისმინო ვერსიები რა მოხდა შოვში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თქვენ და თქვენი უწყება იძიებთ შოვში ჩადენილ დანაშაულებს. დღეს ნუ მომიყვებით თქვენს ვერსიებს რა მოხდა, მაქვს კონკრეტული კითხვები. რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ უწყება, რომელმაც ჩაატარა სამაშველო-სამძებრო ღონისძიება, განახორციელა ოპერაცია, ეს უწყება იძიებს რამდენად სწორად ჩატარდა ეს ოპერაცია?! ანუ საკუთარ თავს იძიებთ, ანუ „მელა საკუთარ კუდს მოიყვანს მოწმედ“. განცხადებებიც გაქვთ გაკეთებული რა არის გამოსაძიებელი. ეს გამოძიება მიმდინარეობს არა სიმართლის დადგენის მიმართულებით, არამედ სიმართლის მიჩქმალვის მიმართულებით. სამწუხაროა, სხვა შემთხვევაში მიპასუხეთ კითხვებზე: ამ დრომდე, რატომ არ იძიებთ თანამდებობის პირთა შესაძლო დანაშაულებრივ ქმედება შოვში? რატომ არაა სათანადო კვალიფიკაცია მიცემული დანაშაულისთვის? რომელი უმაღლესი თანამდებობის პირები დაიკითხნენ? ვიცი, რომ შოვი ძალიან მწვავე საკითხია თქვენთვისაც, იმიტომ, რომ ყველანი ამ დანაშაულის თანამონაწილეები ხართ, მაშინ, როცა სახელმწიფომ ამის პრევენცია ვერ შეძლო. როცა თქვენმა უწყებამ ვერ შეძლო სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება, დღეს არ ახორციელებთ სრულყოფილ და სამართლიან გამოძიებას ამასთან დაკავშირებით, რომ გარანტია მაინც ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, მომავალში თუ ასეთი უბედურება დაგვატყდება თავს გამოკვლეული მაინც გექნებათ ზუსტად სად და როგორ არ იმუშავა სისტემამ. მომავლის ხედვით მაინც რომ იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე დაცული. არ არის ეს საკითხი გასაყინი. 6 თვე გავიდა, სად არის გამოძიების შედეგები?“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება