პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ 2 მარტს ყრილობას გამართავს

პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ 2 მარტს, განახლებული გუნდით საარჩევნო ყრილობას გამართავს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყრილობაზე არჩეულები იქნებიან პარტიის საბჭოს წევრები და პარტიის მდივნები.

„მიუხედავად იმისა,რომ ყრილობა წესდებით მოგვიანებით უნდა გამართულიყო, რადგან პარტია ორი წლისაა, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამომრჩევლებს დროზე ადრე გავაცნოთ განახლებული გუნდი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მოსამზადებელი საკითხები, პარტიის ხედვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევახსენოთ ის გამარჯვებები, რომელიც ამ მცირე ხნის განმავლობაში გვქონდა. ამასთან ყრილობაზე არჩეულები იქნებიან პარტიის საბჭოს წევრები და პარტიის მდივნები. ანა დოლიძე პარტია „ხალხისთვის“ განახლებული ძალებით აქტიურ მუშაობას იწყებს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება