შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი სოფო გორგოძე USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელად დაინიშნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი სოფო გორგოძე USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელად დაინიშნა.

როგორც USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში აღნიშნეს, სოფო გორგოძის პროფესიონალიზმი და გამოცდილება ხელს შეუწყობს საერთაშორისო დაფინანსების ეფექტურ გამოყენებას განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდის კუთხით.

„განათლების სფეროში დონორებთან პარტნიორობა მნიშვნელოვანია მდგრადი ინიციატივებისა და გრძელვადიანი, ეფექტური ცვლილებების განხორციელებისათვის. ჩვენი ხედვა და მიზნები ხარისხიანი განათლებისა და პროფესიული განვითარების შესახებ სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განათლების ეროვნულ სტრატეგიასთან და ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, -განაცხადა სოფო გორგოძემ.

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა საქართველოში 2020 წლიდან ფუნქციონირებს.

„ის მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას, წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას განათლების დაწყებით საფეხურზე. პროგრამის მიერ მიწოდებული სერვისები და რესურსები განკუთვნილია როგორც ქართულენოვანი, ისე არაქართულენოვანი საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებლისა და სკოლის დირექტორისთვის. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და მას ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია RTI International“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება