რელიგიის სააგენტო 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლას ეწვია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები დღეს თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვივნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო, 2018 წლიდან, სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან ერთად, სკოლის მოსწავლეებს ეხმარება.

„ამჯერად, სააგენტოს თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად გამართეს. სკოლის მოსწავლეებს მათ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი 2024 წლის ინტერ-რელიგიური კალენდარი, ძველი აღთქმის მეხუთე კანონიკური წიგნი „მეორე რჯული" და თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიისგან (წინამძღვარი, პასტორი ჩარლზ ჰობლიცი) 45 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს. სკოლაში 43 უსინათლო მოსწავლე სწავლობს როგორც თბილისიდან, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ მარიამ მიქიაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს დახმარებისთვის.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება