აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, სენატის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს, კენჭს არ უყრიან

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით კენჭისყრაზე არ გაიტანს სენატში წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც სასაზღვრო უსაფრთხოებას, ასევე უკრაინისა და ისრაელის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.

„ეს კანონპროექტი იმაზე უარესიც კი არის, ვიდრე ველოდით და პრეზიდენტის მიერ შექმნილი სასაზღვრო კატასტროფის დასრულებასთან ახლოსაც ვერ მივა. თუ ეს კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამდე მოაღწევს, ის მოსვლისთანავე გარდაიცვლება“, - წერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სოციალურ ქსელში.

4 თებერვალს, აშშ-ის სენატმა საზღვრის უსაფრთხოების შესახებ ორპარტიული, 118 მილიარდი დოლარის მოცულობის, კანონპროექტი წარადგინა, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც მოიცავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება