კახა კალაძე - ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ დაგეგმილი გვგაქვს ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ბაგებს ქავთარაძის ქუჩასთან დააკავშირებს

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მომდევნო ეტაპზე გადავიდა. ხიდზე ლითონის მალის ნაშენის გადაცურების სამუშაოები და ბურჯებზე დამონტაჟების პროცესი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის - ახალი ხიდი, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩას და ბაგების დასახლებას დააკავშირებს. სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, ხიდი უკვე ბურჯებზე დგას. გარკვეული დრო დასჭირდა ამ სამუშაოებს, რადგან ძალიან დიდი სიფრთხილით მიმდინარეობდა. შესაბამისი ექსპერტები აკვირდებოდნენ ამ ყველაფერს. აპრილში უნდა დასრულდეს პროექტი. ხიდი ოთხზოლიანი იქნება, ასევე ახალი მისასვლელი ეწყობა ბაგების გზაზე, თავისი წრიულით. ეს სამუშაოები ცოტა ადრე დამთავრდება, თუმცა მთლიანობაში პროექტი აპრილში დასრულდება. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ქავთარაძის ქუჩას ბაგებთან დააკავშირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, რკინა-ბეტონის ფილების მონტაჟი და საიზოლაციო სამუშაოები იწყება. ასევე, უახლოეს პერიოდში მოაჯირები მოეწყობა. ბოლო ეტაპზე კი, სახიდე გადასასვლელზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა გარე განათების ქსელი.

მერიის განმარტებით, პროექტის ფარგლებში, პარალელურად, ბაგების დასახლების მხარეს ხიდთან მისასვლელი გზის და სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად, ასფალტის საფარის ქვედა ფენები იგება, ხოლო, ტროტუარებზე მიწისქვეშა კაბელ-არხები ეწყობა, სადაც საჰაერო სადენები გადავა. ასევე, მოეწყობა გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება LED სანათები.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს ასევე გაეცნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო