თეონა აქუბარდია - სამთავრობო პროგრამას, ისევე როგორც პრემიერობის ახალ კანდიდატს, ჩემი ნდობა არ ექნება - ბიძინა ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე პაიკების გადაადგილება მისი ძალაუფლების და გავლენების შენარჩუნების ერთადერთი ინსტრუმენტია

სამთავრობო პროგრამას, ისევე როგორც პრემიერობის ახალ კანდიდატს, ჩემი ნდობა არ ექნება - ბიძინა ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე პაიკების გადაადგილება მისი ძალაუფლების და გავლენების შენარჩუნების ერთადერთი ინსტრუმენტია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებებით ქვეყნისთვის უკეთესობისკენ არაფერი იცვლება და კვლავ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი გაგრძელდება.

„თუ ავიღებთ ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამებს, ეს არის აბსოლუტურად იდენტური ტექსტი, თუმცა ამ იდენტური ტექსტის მიუხედავად, არის გარკვეული განსხვავებები, რაც არც თუ ისე დამაიმედებლად გამოიყურება, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ 9 რეკომენდაცია გვაქვს განსახორციელებელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად და ნატო-ში წევრობაც ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ რჩება გაცხადებულ ეროვნულ ინტერესად, ყოველ შემთხვევაში, ხალხის. მოცემულობაში, როდესაც ნატო-ში გაწევრიანება იცვლება ნატო-ში ინტეგრაციად, რაც დაქვეითებაა, როდესაც უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, არაფერი არ არის ნათქვამი, რა ფორმით უნდა მოხდეს ამის გაუმჯობესება, როდესაც „ქართული ოცნება“ დეოკუპაციას გვპირდება და მათ შორის, არც კი არის მოხსენიებული გაგრძელდება თუ არა მუშაობა ეროვნული ხედვაზე, რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს ნიშნავს, არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ, არამედ კვლავ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი გაგრძელდება,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის