ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ ვიდგებით ყველა ჯარისკაცის გვერდით და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ სამხედროები იყვნენ დაფასებულები

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

„გაგრძელდება თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრთა, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრთა სამედიცინო მომსახურება - რეაბილიტაციის ეფექტიანობის ამაღლება და დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ღონისძიებები. სამხედრო მოსამსახურეებისთვის გაგრძელდება ბინათმშენებლობის თანადაფინანსება და სოციალური პროექტები, განვითარდება სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობები. ხელფასები ბოლო ოთხ წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მათ შორის 2024 წელს გაიზარდა 10%-ით. 2023 წელს დასრულდა სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტი მახათას მთაზე, სადაც 1092 ბინა გადაეცა სამხედრო მოსამსახურეებს. პროექტი თანამონაწილეობის პრინციპით განხორციელდა და ახალი კოდექსით ეს პროექტი განგრძობითი ხასიათის გახდა. სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის განათლების მიღების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში სწავლა უკვე 5700-მდე სამხედრო მოსამსახურესა და მათი ოჯახის წევრს დაუფინანსდა. მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის კი, სტიპენდია 790 ბენეფიციარზე გაიცა. ცხადია, სახელმწიფო გააგრძელებს მათ დაფასებას, მათთვის საუკეთესო სამუშაო, საყოფაცხოვრებო, კვებითი, განათლებისა და ჯანდაცვის პირობების შექმნას. ჩვენ ვიდგებით ყველა ჯარისკაცის გვერდით და გავაკეთებთ მაქსიმუმს, იმისთვის, რომ სამხედროები იყვნენ დაფასებულები“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება