ირაკლი ჩიქოვანი - თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას

საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველო წარმატებით ახერხებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლას, რისი მკაფიო დადასტურებაც არის გასულ წელს ქვეყნისთვის მონიჭებული ევროკავშირის კანდიდატის სახელმწიფოს სტატუსი.

ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების კუთხით გეგმებსა და ხედვებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტი პარტნიორებთან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებაა და ამ მხრივ ნატოსთან, ევროკავშირთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რეგიონში საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში თანამშრომლობა გაგრძელდება.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივ თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა, რომელიც მიმართულია ქვეყნის შეკავების, ტერიტორიული თავდაცვის, წინააღმდეგობისა და მედეგობის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ და ხელს უწყობს ნატოსთან თავსებადობის გაზრდას, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესის დაჩქარებას.

ირაკლი ჩიქოვანმა რეგიონის ქვეყნებთან პარტნიორობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მან აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკებთან სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს წელს საქართველო უმასპინძლებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია