ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია მთავრობას დასამტკიცებლად ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტის მიღების შემდეგ გაეგზავნება

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტის მიღების შემდეგ გაეგზავნება.

როგორც მან გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე აღნიშნა, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, თითქმის, დასრულებულია და უახლოეს პერიოდში დამტკიცდება.

„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატმა, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობით, საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან ინტენსიური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. დოკუმენტში შესაბამისად აისახა რეგიონში შეცვლილი უსაფრთხოების გარემო. ეროვნული თავდაცვის სტრატეგია საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად გაეგზავნება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტის მიღების შემდეგ. საფრთხეების დოკუმენტი, თითქმის, დამთავრებულია და უახლოეს პერიოდში მივიღებთ, შემდეგ უნდა დამთავრდეს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პროექტი“,- განაცხადა გომელაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება